დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დღეს სოფელ გომარეთში ტრადიციულად სახალხო ზეიმი ,,გომარეთობა" აღინიშნა
24 ივნ 2024
 
დღეს სოფელ გომარეთში ტრადიციულად სახალხო ზეიმი ,,გომარეთობა" აღინიშნა
სახალხო დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობას პირადად მიულოცა საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ყულიაშვილმა, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა, პროტოსინგელოსმა დიონისე გვიმრაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
გომარეთის კულტურის სახლთან ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მიერ ღონისძიება გაიმართა. პარალელურად მოეწყო ბავშვთა ,,ხატვისა და ხალხური რეწვის“ ნამუშევრების გამოფენა. ასევე გამოიფინა ხელნაკეთი ნივთები, თიხის ჭურჭელი, თექის ნამუშევრები და ნაქსოვი აქსესუარები. სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულებს კი მერიის სახელით სიმბოლური პრიზები გადაეცათ. სიმბოლური საჩუქრები ასევე საპატიო გომარეთელებს გადაეცათ.
სახალხო-საეკლესიო დღესასწაული „გომარეთობა“ სულთმოფენობის დღესასწაულს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულიდან 50-ე დღეს ემთხვევა. მისი, როგორც სახალხო დღესასწაულის განახლება დმანისისა და აგარაკ-ტაშირის პროტოსინგელოსს, დიონისე გვიმრაძეს
უკავშირდება და 2017 წლიდან აღინიშნება. ტრადიციული დღესასწაულის არსი სოფელ გომარეთის, როგორც ერთ-ერთი ძველი დასახლებული პუნქტის სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის დაცვა-აღორძინებაზე ზრუნვაა.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1597
 
 
 
სიახლეები
მაი 31 პარ 2024
1771
მაი 26 კვ 2024
1774
მაი 09 ხუთ 2024
2091
 

    2024 სექტემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    30
     
    სიახლეები