დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

დმანისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს ინფორმაციას
25 მაი 2017
 

დმანისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს ინფორმაციას

სოფელ მთისძირის მოედნისთვის კუჩენბახის და სოფელ იფნარის ერთ-ერთი ქუჩისთვის ვალდჰაიმის სახელის მინიჭების შესახებ

ცნობილი ფაქტია, რომ მე-19 საუკუნეში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გერმანელები ჩამოსახლდნენ და თავისი კვალი დატოვეს. 1862 წელს დმანისში ჩამოვიდა ფონ კუჩენბახი, რომელსაც შესწავლილი ჰქონდა შვეიცარული ყველის წარმოების ტექნოლოგია. გაეცნო-რა ბუნებრივ პირობებს, მან გადაწყვიტა მეცხოველეობის განვითარებაზე ეზრუნა. სოფლებში: მთისძირი, ტყისპირი და პანტიანი შეისყიდა ტერიტორიები და მოაწყო ევროპული სტილის მესაქონლეობის ფერმა .ჩამოიყვანა „შვიცის“ჯიშის ძროხები და გამოიყვანა ადგილობრივი ე.წ. წაბლა ჯიშის ძროხები(მოსახლეობაში დღესაც შემორჩენილია ამ ჯიშის ძროხები). დაიწყო შვეიცარული ყველის წარმოება, რომელსაც ევროპაში აგზავნიდა. დმანისში წარმოებულ ყველს მე-19 საუკუნის 80-იან წლებში მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო ყველის ფესტივალზე ქ.მოსკოვში, სადაც დიდი მოწონება დაუმსახურებია.
მეცხოველეობის გარდა ფონ კუჩენბახს სოფელ საფარლოს მიდამოებში მდინარე ფინეზაურის მახლობლად აუგია მინის ქარხანა სადაც მზადდებოდა საოჯახო ჭურჭელი. თავისი ცხოვრების პერიოდში ფონ კუჩენბახს სოფელ მთისძირში შემოუტანია სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები და სოფლის ცენტრში პარკი გაუშენებია, სადაც ქუჩები მოკირწყლული ყოფილა. დღეისათვის სოფელში შემორჩენილია რამდენიმე შენობა-ნაგებობა, მათ შორის ეკლესია.
1907 წლიდან გერმანელებს უცხოვრიათ დღევანდელ სოფელ იფნარშიც, ისინი ჩამოსახლებულან ეკატერინფელდიდან(დღევანდელი ბოლნისი) და სოფლისთვის დაურქმევიათ ვალდჰაიმი. 
გერმანელთა საქართველოში ჩამოსახლების 200 წლის საიუბილეოდ, მიმდინარე წელს საქართველოში არაერთი ღონისძიება მოეწყო და სასურველია ჩვენც გამოვეხმაუროთ და სოფელ მთისძირის ცენტრს ეწოდოს კუჩენბახის მოედანი/Kutschenbach-Platz, ხოლო სოფელ იფნარში ერთ-ერთ ქუჩას ვალდჰაიმის/Waldheim-Straze ქუჩა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3413
 
 
 
განცხადებები
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები