დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ავრცელებს ინფორმაციას
30 აგვ 2017
 

სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ატარებს რიგით მესამე რეგიონალურ კონფერენციას თემაზე: „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები სამცხე-ჯავახეთში, ქვემო და შიდა ქართლში“. კონფერენცია 2017 წლის 23 სექტემბერს ქ.ბორჯომში გაიმართება.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ამ რეგიონებში ტურიზმის განვითარებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს.

ნაშრომები უნდა იყოს ინდივიდუალურად შესრულებული (მოცულობა 5-10 გვერდის ფარგლებში) და ემსახურებოდეს საქართველოს ტურიზმის სტრატეგიაში წარმოდგენილ რვა სტრატეგიული მიზნიდან ერთ-ერთის ან რამდენიმეს შესრულებას.

ნაშრომების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: tourismconference@gnta.ge.

ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადაა 11 სექტემბერი.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე: 

www.gnta.ge/regional-tourism-development-samtskhe-javakheti-shida-kartli

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ კონფერენციის Facebook გვერდს:https://www.facebook.com/gntaconference

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2730
 
 
 
განცხადებები
 

2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
სიახლეები