დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
შპს–ები და აიპი–ები

 

ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე დმანისში
21 ნოემ 2017
 

დიდი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე, ა(აიპ) დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიებაში მონაწილეობდენ ა(აიპ) დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული სტუდიები და ანსამბლები:

ქალთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ირინოლა“ (ხელმძღვანელი თ. შარგიანი) ,,ჩონგურს სიმები გავუბი“, ,,გფარავდეს ლომისის მადლი“;
ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,შგარიდა“ (ხელმძღვანელი გ.გურჩიანი)
,,გაფრინდი შავო მერცხალო“, ,,მესხური მრავალჟამიერი“, ,,ფერხული“;
ბავშვთა საესტრადო სტუდია (ხელმძღვანელი მ. ქოჩორაძე)
,,სულიკო“, ,,ჩემო ციცინათელა“, ,,აქ ემღერება გულს“;
გომარეთის ფილიალის ბავშვთა ქართული ხალხური ცეკვის სტუდია ,,ქციელები“ (ქორეოგრაფი მ.ხიზანიშვილი) ,,ლაზური“, ,,რაჭული“;
ბავშვთა თეატრალური სტუდია ,,ბერიკები“ (ხელმძ. ზ.ბერუაშვილი)
,,ჩვენისთანა ბედნიერი“;
სახალხო მთქმელი ტერენტი ცინდელიანი.

 

ა(აიპ) „დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ფოიეში მოეწყო ბავშვთა ხალხური რეწვის და ხატვის სტუდიების ნამუშევრების და ეთნოგრაფიული მასალის გამოფენა. ასევე გამოიფინა ილია ჭავჭავაძის წიგნები და მისი შემოქმედების ამსახველი ლიტერატურა.

ილია ჭავჭავაძის შემოქმედების და ღვაწლის შესახებ ისაუბრეს
ფილოლოგმა ნანა მიქიანმა და არქიმანდრიტმა დიონისე გვიმრაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, ასევე დაინტერესებული საზოგადოება.

ღონისძიებამ მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3379
 
 
 
სიახლეები
 

2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
სიახლეები