დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისში სოფელ ირგანჩაიმდე მისასვლელი გზის მშენებლობა სრულდება
04 აგვ 2017
 

მიმდინარე წლის 4 აგვისტოს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ სოფელ ირგანჩაიში გზის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დმანისი-საფარლოს გზიდან სოფელ ირგანჩაიმდე მისასვლელი გზის მშენებლობა 2014 წელს რეგიონალური პროქეტით დაიწყო, რომელიც უახლოს დღეებში დასრულდება.

,,ეს გზა ერთადერთი დამაკავშირებელია სომხეთის საზღვართან მდებარე სოფელ ირგანჩაისთის დანარჩენ საქართველოსთან. ათეული წლები ძალიან გაძნელებული იყო მიმოსვლა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ადგილობრივ მკაცრ კლიმატს. 
გზის სიგრძე საბოლოოდ შეადგენს 12 840 მეტრს ღირებულებით 2464 732 ლარი" - აღნიშნა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ.

აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს გამგებელი შეხვდა სოფელ ირგანჩაის მოსახლეობას და პირადად მათგან მოისმინა სოფელში არსებული პრობლემები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2305
 
 
 
სიახლეები
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
აპრ 23 სამ 2024
33