დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სავარძელ - ეტლები და საკვები პროდუქტები გადასცეს
04 აგვ 2017
 

 

მიმდინარე წლის 4 აგვისტოს დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დამხმარე ეტლებთან ერთად საკვები პროდუქტებიც გადასცეს.
 
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ მოადგილესთან არიფ სულეიმანოვთან და გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურთან ერთად სოფელ განთიადსა და ირგანჩაიში პირადად მოინახულა პაპაშვილი ლიანას, ზანრიშან გასიმოვასა და ზარნიშან ჩერპანოვას ოჯახები. გადასცა გადაადგილებისათვის დამხმარე სავარძელ-ეტლებთი, ასევე საკვები პროდუქტები.
 
აღსანიშნავია, რომ სავარძელ-ეტლები დმანისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის კოორდინაციით მუნიციპალიტეტის გამგეობას გადმოსცა საერთაშორისო ასოციაციამ ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2453
 
 
 
სიახლეები
 

2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
სიახლეები