დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში ტრენინგ - კონსულტაცია გაიმართა პროგრამულ ბიუჯეტირებაში
15 დეკ 2017
 

მიმდინარე წლის 15 დეკემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში ტრენინგ - კონსულტაცია გაიმართა  პროგრამულ ბიუჯეტირებაში.

სასწავლო შეხვედრის ფარგლებში სესიას უძღვებოდა ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტი დავით ხოსრუაშვილი.

ტრენინგში მონაწილეობას დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები იღებდნენ, სადაც განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლები, პრიორიტეტების დოკუმენტის დაგეგმვა, თვითმმართველობების ბიუჯეტის პროგრამირებისათვის მარტივად აღქმადი და გაზომვადი ინდიკატორების შემუშავება და დადგენა.

სასწავლო ტრენინგის მიზანს მასში მონაწილე საჯარო მოხელეების დახმარება მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროგრამების პრიორიტეტულობის განსაზღვრა, პროგრამაზე გამოყოფილი თანხის სიდიდე და ეფექტურობა წარმოადგენდა.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2215
 
 
 
სიახლეები
 

2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
სიახლეები