დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ააიპ ,,საგანმანათლებლო ცენტრის“ მიერ გამართულ საახალწლო ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი ესწრებოდა
22 დეკ 2017
 

ააიპ ,,საგანმანათლებლო ცენტრმა“ 22 დეკემბერს  საახალწლო ღონისძიება სპექტაკლში ასახა. რომელშიც  „გააცოცხლეს“ ზღაპრებისა და იგავების გმირები. უჩვეულოდ მორთულ სცენაზე როგორც   ქართველმა, ისე  არაქართველმა ბავშვებმა ქართულ ენაზე  წარმოადგინეს  მოქმედება, რომლის ტექსტებიც გაჯერებული იყო ტოლერანტობით, სიკეთით და რაც მთავარია, კაცთმოყვარეობით. სპექტაკლის დასასრულს ბავშვებმა საგანმანათლებლო ცენტრის სპონსორისგან,  აზერბაიჯანის რესპუბლიკის  სახელმწიფო ნავთობის კომპანია-„სოკარისგან“ საახალწლო საჩუქრები მიიღეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ  მუნიციპალიტეტის მერი,  მერის მოადგილეები,  საკრებულოს  და ნავთობკომპანია „სოკარის“წარმომადგენლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2319
 
 
 
სიახლეები
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები