დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
  • დმანისის სიონი
    დმანისის სიონი
  • დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა
    დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა
  • დმანისის ნაქალაქარის კონცხი.ხედი ჩრდილოეთიდან
    დმანისის ნაქალაქარის კონცხი.ხედი ჩრდილოეთიდან
  • ააიპ ,,დმანისის საბიბლიოთეკო სამსახური" – დირექტორი თინათინ თეთრაძე. მასში გაერთიანებულია ქ. დმანისის ცენტრალური ბიბლიოთეკა და ფილიალები სოფლებში: დიდი დმანისი, გომარეთი, ამამლო. საკონტაქტო ინფორმაცია: ქ. დმანისი, 9 აპრილის ქუჩა №36 ტელ: 0(360); 2 13-61 2. ააიპ ,,დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სამსხური" – დირექტორი ნინო ოქრიაშვილი. მასში შედის
  • ქ. დმანისის N1 საბავშვო ბაღი (ქ. დმანისი 9 აპრილის ქ. #3);  
  • ქ.დმანისის N2 საბავშვო ბაღი. (ქ.დმანისი ვაჟა-ფშაველას ქ.39);
  • სოფ. განთიადის საბავშვო ბაღი (სოფ. განთიადი);
  • სოფ. ჯავახის საბავშვო ბაღი (სოფ. ჯავახი);
  • სოფ. ვარდისუბნის საბავშვო ბაღი (სოფ. ვარდისუბანი);
  • სოფ. მაშავერას საბავშვო ბაღი (სოფ. მაშავერა);
  • სოფ. გომარეთის საბავშვო ბაღი (სოფ. გომარეთი;
  • სოფ.ბოსლების საბავშვო ბაღი. (სოფ.ბოსლები)
  • ააიპ ,,დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი" – დირექტორი ნინო ონანაშვილი;
  • ააიპ ,,დმანისის სამუსიკო სკოლა" – დირექტორი ხათუნა ადუაშვილი. მასში შედის ქ. დმანისის და სოფლების: ვარდისუბნის და განთიადის სამუსიკო სკოლები.
  • ააიპ ,,დმანისის საგანმანათლებლო ცენტრი" – დირექტორი დიანა კარალოვა. მისამართი ქ. დმანისი: ქ. დმანისი, 9 აპრილის ქუჩა N32.
  • ააიპ ,,კომუნალური საწარმო" – დირექტორი მერაბი ბერუაშვილი. მისამართი: 9 აპრილის ჩიხი N4;
  • ააიპ ,,დმანისის სპორტული სკოლა" – დირექტორი გიორგი ოკმელაშვილი. მისამართი: წმინდა ნინოს ქუჩა N56. 6. ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი" – ზოია ბერუაშვილი. მისამართი: ქ. დმანისიწმინდა ნინოს ქუჩა N56
2017-11-21

დიდი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე, ა(აიპ) დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიებაში მონაწილეობდენ ა(აიპ) დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული სტუდიები და ანსამბლები:

ქალთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ირინოლა“ (ხელმძღვანელი თ. შარგიანი) ,,ჩონგურს სიმები გავუბი“, ,,გფარავდეს ლომისის მადლი“;
ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,შგარიდა“ (ხელმძღვანელი გ.გურჩიანი)
,,გაფრინდი შავო მერცხალო“, ,,მესხური მრავალჟამიერი“, ,,ფერხული“;
ბავშვთა საესტრადო სტუდია (ხელმძღვანელი მ. ქოჩორაძე)
,,სულიკო“, ,,ჩემო ციცინათელა“, ,,აქ ემღერება გულს“;
გომარეთის ფილიალის ბავშვთა ქართული ხალხური ცეკვის სტუდია ,,ქციელები“ (ქორეოგრაფი მ.ხიზანიშვილი) ,,ლაზური“, ,,რაჭული“;
ბავშვთა თეატრალური სტუდია ,,ბერიკები“ (ხელმძ. ზ.ბერუაშვილი)
,,ჩვენისთანა ბედნიერი“;
სახალხო მთქმელი ტერენტი ცინდელიანი.

 

ვრცლად
2017-11-15

მიმდინარე წლის 9 ნოემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მეთერთმეტე პავილონში „თბილისის წიგნის დღეები 2017’’ გამომცემლობა „წიგნი+ერმა“ მოაწყო ახალი წიგნების: ჯუმბერ კოპალიანის „დმანისის ნაქალაქარი“ და მიხეილ კეკელიძის „ბრწყინვალე ვარსკვლავის მაძიებელნი“ (ახალი რედაქტირება) პრეზენტაციები.

„დმანისის ნაქალაქარის“ პრეზენტაცია გააკეთა ავტორმა ჯუმბერ კოპალიანმა, ხოლო „ბრწყინვალე ვარსკვლავის მაძიებელნი“- დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ა(აიპ) ,,დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურის უფროსმა თინათინ თეთრაძემ და დმანისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ოქრიაშვილმა.

ვრცლად
2017-10-30

მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის მინი სტადიონზე ჩატარდა ფეხბურთის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა.

გოგონებს შორის გამარჯვება მოიპოვა დიდი დმანისის საჯარო სკოლის გუნდმა. 
ვაჟებს შორის კი ქალაქ დმანისის საჯარო სკოლის გუნდმა.

ვრცლად
2017-09-18
ქალაქ დმანისში N1 საბავშვო ბაღში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები.
 
გასუფთავებულ იქნა ოთახების კედლები ძველი ნალესისაგან და მოხდა მათი რეაბილიტაცია, მოეწყო ახალი ელ.გაყვანილობა, იატაკებზე დაიგო ლამინატი, შეძენილია ახალი ინვენტარი.
 
საბავშვო ბაღის ეზოში ჩატარდა დამატებითი სადრენაჟო სისტემის მოწყობის სამუშაოები, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო და შენობის ძირის სართულზე გრუნტის წყლები აღარ გროვდება.
ვრცლად
 

2017 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
ნოემ 15 ოთხ 2017
55
ნოემ 13 ორშ 2017
85