სახალხო დამცველის აპარატის და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ქალთა ოთახის" ორგანიზებით, მიმდინარე წლის 22 ნოემბერს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ეხებოდა ქალთა უფლებების თემას, ოჯახში ძალადობასა და ადრეულ ასაკში ქორწინებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ქალთა ოთახის თანამშრომელი და მრჩეველი გენდერულ საკითხებში, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე წარმომადგენლები რომელთაც სამსახურეობრივად შეხება აქვთ ქალთა უფლებებთან, სოციალურად დაუცველ ადამიანებთან და ბავშვთა უფლებებთან.
დიდი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე, ა(აიპ) დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიებაში მონაწილეობდენ ა(აიპ) დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული სტუდიები და ანსამბლები:
ქალთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ირინოლა“ (ხელმძღვანელი თ. შარგიანი) ,,ჩონგურს სიმები გავუბი“, ,,გფარავდეს ლომისის მადლი“;
ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,შგარიდა“ (ხელმძღვანელი გ.გურჩიანი)
,,გაფრინდი შავო მერცხალო“, ,,მესხური მრავალჟამიერი“, ,,ფერხული“;
ბავშვთა საესტრადო სტუდია (ხელმძღვანელი მ. ქოჩორაძე)
,,სულიკო“, ,,ჩემო ციცინათელა“, ,,აქ ემღერება გულს“;
გომარეთის ფილიალის ბავშვთა ქართული ხალხური ცეკვის სტუდია ,,ქციელები“ (ქორეოგრაფი მ.ხიზანიშვილი) ,,ლაზური“, ,,რაჭული“;
ბავშვთა თეატრალური სტუდია ,,ბერიკები“ (ხელმძ. ზ.ბერუაშვილი)
,,ჩვენისთანა ბედნიერი“;
სახალხო მთქმელი ტერენტი ცინდელიანი.