დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2018-01-14

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტში საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერი მერი - გიორგი ტატუაშვილი ესწრებოდა.

“საქართველოს დროშა ერთ-ერთი უძველესი დროშაა მთელს მსოფლიოში და წარმოადგენს არა ერთი სახელმწიფო წყობილების, ერთი ხელისუფლების ან ერთი პარტიის თუ პოლიტიკური ჯგუფის სიმბოლოს, არამედ, გამოხატავს მთლიანად ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ისტორიულ გზას, იმ ღირებულებებს, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა ჩვენი საზოგადოება და რაც აერთიანებდა მას საერთო ევროპულ ოჯახთან. ამ დროშას იცნობდნენ და იცნობენ მსოფლიოში და ღირს პატივს მიაგებენ მას”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა. 

ვრცლად
2018-01-14

არასამთავრობო ორგანიზაცია „დმანისელები“- ს ორგანიზებით 13 იანვარს ა(აიპ)კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში დმანისელი მაია კავლელაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დმანისელებმა“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და დამსწრე საზოგადოებას.

საქველმოქმედო საღამოზე შეგროვილი თანხა გადაეცა მაია კავლელაშვილს მკურნალობის კურსის გასაგრძელებლად.

ვრცლად
 

    2018 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
     
    სიახლეები