დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2018-02-05
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი მოქალაქეებს კვირაში ორჯერ ორშაბათსა და პარასკევს მიიღებს, მათ პრობლემებს მოისმენს და რეაგირებას მოახდენს სამსახურების კომპეტენციისა და კანონის ფარგლებში. 
მოქალაქეთა მიღების საათები დილის 9:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე განისაზღვრა.
თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა კონტაქტი მოსახლეობასთან. იმისათვის, რომ გავიგოთ რა აწუხებთ და რა პრობლემის გადაჭრა სურთ ამა თუ იმ სოფელსა და დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს აუცილებელია, წინასწარ მოგვწეროთ პრობლემის შესახებ ვებ-გვერდის შემდეგ მისამართზე: 
http://dmanisi.gov.ge/kontaqti
ვითანამშრომლოთ და ერთად მოვაგვაროთ პრობლემები დმანისის მუნიციპალიტეტში.
ვრცლად
2018-02-05
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელის" ორგანიზებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ფილმ "ექვთიმე ღვთისკაცის" შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელობით 4 თებერვალს, ააიპ "კულტურისა და ხელოვნების ცენტრში" გაიმართა ქართველი ხალხის ქველმოქმედებით შექმნილი პირველი მხატვრული ფილმის "ექვთიმე ღვთისკაცი"-ს კინოჩვენება. 
მწარმოებელი კომპანია - "დაკარგული ლეგენდები".
,,ასეთი მოვლენა, ასეთ ღვაწლმოსილ ადამიანზე, ფილმის პრეზენტაცია ძალიან დიდი პატივია დმანისისათვის და დმანისელებისათვის - უმასპინძლოს საქართველოს ისტორიამ (დმანისმა) საქართველოს ისტორიას (ექვთიმე ღვთისკაცს)" - აღნიშნა დმანისის მერმა გიორგი ტატუაშვილმა.
ვრცლად
2018-02-05
მიმდინარე წლის 3 - 4 თებერვალს ქალაქ თბილისში ძიუდოს აკადემიაში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში ჭაბუკთა შორის.
ტურნირში ა(აიპ) დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის აღსაზრდელმა სპარტაკ გურჩიანმა დაისაკუთრა ვერცხლის მედალი 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში და გახდა საქართველოს ნაკრების წევრი.
 
ვრცლად
 

    2018 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728
     
    სიახლეები