დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2018-02-06
გთავაზობთ დმანისის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს
ვრცლად
2018-02-06

„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-შეჯიბრს ატარებს - დღეს „დმანისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ღონისძიების დაწყებამდე „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა ახალი, ინოვაციური პორტალის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია დმანისის რესურსცენტრში გამართა.

ამ წუთებში კი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი დმანისის საგანმანათლებლო ცენტრში მიმდინარეობს. მასში დმანისის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

ვრცლად
2018-02-06

„ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი ინტელექტ-ჩემპიონატის ავტორთან და წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად, დმანისს სტუმრობს.

დღეს „დმანისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა დმანისის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის Izrune.ge-ს პრეზენტაცია გამართა.

შეხვედრას დმანისის რესურსცენტრის უფროსი ბელა ტატუაშვილი, სკოლების დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ვრცლად
2018-02-06

მიმდინარე წლის 6 თებერვალს „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად დმანისის N1 საჯარო სკოლას ესტუმრა.

გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „დმანისის ეტალონ მოსწავლეს“, ანი სუბელიანს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.
შეხვედრის ბოლოს, ინტელექტ-შეჯიბრის ავტორმა და წამყვანმა მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.

ვრცლად
2018-02-06

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია, კვირაში ორი დღე ახორციელებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტთა, ვეტერანთა და უსინათლო ბენეფიციართა უფასო ტრანსპორტირებას დმანისი-თბილისი, თბილისი-დმანისის მიმართულებით.

ძვირფასო მომხმარებლებო!
აღნიშნული სერვისის ეფექტურად განხორციელების მიზნით, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია ვებ-გვერდის შემდეგ მისამართზე
http://dmanisi.gov.ge/kontaqti თუ რომელ დღესა და საათზეა თქვენთვის ხელსაყრელი აღნიშნული მარშრუტით გადაადგილება. ასევე მოგვწერეთ დმანისის მუნიციპალიტეტის ფეისბუქზე და დაუკავშირდით დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს მეგი ედიბერიძეს.
ტელ:599 85 66 90

პატივისცემით დმანისის მუნიციპალიტეტის მერია.


ვრცლად
 

    2018 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728
     
    სიახლეები