დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ გომარეთის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა
14 აგვ 2017
 

დმანისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა.

მობილური ლაბორატორია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში იყო განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა საშუალება ჩაეტარებინა С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი.

 

აღნიშნული აქტივობა განხორციელდა ,,С'' ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელშეწყობით.

 

ააიპ დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ონანაშვილის ინფორმაციით, სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა 50 მოქალაქეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2448
 
 
 
სიახლეები
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები