დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს ,,ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის" დმანისის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი-გამოფენა მიუძღვნა
09 ნოემ 2017
 

მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, ა(აიპ) დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სპექტაკლი ,,საუკუნის მკვლელობა" გაიმართა.

სპექტაკლი მომზადდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, რომელშიც მონაწილეობდნენ: გიორგი იარაჯული, თეკა კოხრეიძე, ასმათ ქურციკიძე, ქეთევან შერვაშიძე, გიორგი სავანელი, ლაშა ჩხვიმიანი, ვაკო კობერიძე, თორნიკე ჩიხლაძე, თამარა ადამია, ნინა ჯაოშვილი, ვატო ზოიძე.

სპექტაკლის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია გიორგი სავანელი, ხოლო
სამხატვრო ხელმძღვანელი ლაშა ჩხვიმიანი.

სპექტაკლის მოქმედების არეალი მოიცავდა ილია ჭავჭავაძის განვლილ გზას პეტერბურგის უნივერსიტეტიდან დაბრუნების შემდეგ სიცოცხლის ბოლო წუთამდე. წარმოდგენაში მაყურებლის თვალწინ გაცოცხლდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის და მე-20 საუკუნის დასაწყისის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს.
სპექტაკლს ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, ასევე დაინტერესებული საზოგადობა. სპექტაკლმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2137
 
 
 
სიახლეები
 

2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
სიახლეები