დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისში მთავარი ნაძვის ხე დღეს განათდება
25 დეკ 2017
 

დმანისის მუნიციპალიტეტში ახალი ნაძვის ხის აწყობა უკვე დაიწყო.
მთავარი საახალწლო დეკორაციის მონტაჟი ა(აიპ) კულტირისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
შესაბამისი სამსახურები დღეს დილიდან მუშაობენ.

ახალი ხელოვნურსაფარიანი 10 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე, რომელიც მერიამ წელს შეიძინა საზეიმოდ დღეს განათდება.

ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე დასრულებულია საახალწლო განათებების მონტაჟი.

მანათობელი აქსესუარები მოწყობილია როგორც მერიის ადმინისტრაციული შენობის ფასადზე, ასევე სკვერში.

ახალი წლის ღამეს მერია კონცერტისთვისაც ემზადება, რომელიც ულამაზესი ფეიერვერკით დასრულდება.

მერია საახალწლო პროგრამას რამდენიმე დღეში დაანონსებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2740
 
 
 
სიახლეები
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები