დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის ,,ეტალონ მოსწავლეს" მუნიციპალიტეტის მერმა გამარჯვება მიულოცა
07 თებ 2018
 
დმანისის ,,ეტალონი მოსწავლის" ტიტულს N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ტარიელ პაკელიანი დაეუფლა.
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ ,,ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად დმანისს ესტუმრა. ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი 6 თებერვალს დმანისის საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა. ინტელექტ-შეჯიბრში დმანისის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ეკატერინე ოქრიაშვილი, საკრებულოს თანამშრომლები, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბელა ტატუაშვილი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.მედიაპროექტ „ეტალონის“ დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა გამარჯვებულს მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

„სასიამოვნო ემოციაა ამ აუდიტორიაში ყოფნა, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მოსწავლეს, რომ აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროექტებში".

აღსანიშნავია, რომ პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2685
 
 
 
სიახლეები
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები