მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტში, ჩოლოყაშვილის და 9 აპრილის ქუჩის გადაკვეთაზე ახალი სკვერი მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა, დმანისი-წალკის მაჟორიტართან-კახა ოქრიაშვილთან ერთად გახსნა.
მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ადგილობრივების თხოვნის შესაბამისად, ჩოლოყაშვილისა და 9 აპრილის ქუჩის გადაკვეთაზე სკვერის მშენებლობა დასრულდა. შესრულებული სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო საბავშვო ატრაქციონები, სპორტული ტრენაჟორების გადახურული სივრცე, ბილიკები მოპირკეთებულია დეკორატიული ფილებით, გაზონები გამწვანდა, ასევე დეკორატიული ლამპიონები, განთავსდა სკამები და ნაგვის ურნები მოეწყო.
257 573 ლარის ღირებულების პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
„დმანისის მუნიციპალიტეტში გავხსენით კიდევ ერთ ახალი სკვერი, რომელიც მოითხოვა ჩვენმა დმანისელმა ახალგაზრდობამ ზუსტად იმისთვის,რომ მათ ჰქონოდათ შესაბამისი სივრცე დასვენებისათვის და გართობისათვის ჰქონოდათ კომფორტული გარემო. თხოვნა იყო 2012-2013 წლებში, მაგრამ სამწუხაროდ გარკვეული ან გაურკვეველი მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა სკვერის გაკეთება. მე მთხოვეს 2020 წლის დასაწყისში. დაუყონებლივ განვახორციელე ამ პროექტის ტენდერზე გატანა“,- განაცხადა გიორგი ტატუაშვილმა.