დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

აქციას ,,დავასუფთაოთ საქართველო” დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა
15 სექ 2017
 

მიმდინარე წლის 15 სექტემბერს აქციას ,,დავასუფთაოთ საქართველო” დმანისის მუნიციპალიტეტი ტრადიციულად შეუერთდა.
აქციაში ჩაერთვნენ დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საკრებულო, გამგეობა და მასში შემავალი ყველა ააიპ სამსახურების თანამშრომლები.

დასუფთავებულ იქნა დმანისში შემოსასვლელი ცენტრალური გზა, მდინარე მაშავერას სანაპირო ზოლი (სასროლეთი), და პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორია.

კამპანია დმანისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება, რომელსაც ორგანიზებას უწევს პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველოს“ განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი (,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და ,,ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“).

აციის მიზანია ადამიანების ერთი იდეის გარშემო გაერთიანება- შეუქმნან საკუთარ შვილებსა და ოჯახს ჯანმრთელ გარემოში ცხოვრების პირობები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3259
 
 
 
სიახლეები
 

    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები