დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მორიგი სპორტული ღონისძიება სასკოლო სპორტული ოლიმპიადებიდან
07 ნოემ 2017
 

 დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ეგიდით შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდა.
აღნიშნულ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო ათმა გუნდმა.
სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ინდივიდუალურ შეჯიბრში გოგონებს შორის გამარჯვება მოიპოვა სოფელ აზკაკლიანის საჯარო სკოლის მოსწავლემ აიგიზილ ალიევამ, ხოლო მეორე ადგილი ქალაქ დმანისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლემ ნანო არჩემაშვილმა დაიკავა.
ჭაბუკებს შორის გამარჯვება მოიპოვა სოფელ კამარლოს საჯარო სკოლის მოსწავლემ ქამრან ოვჩიევმა, ხოლო მეორე ადგილი დაიკავა ქალაქ დმანისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ ალექსი მურღვლიანმა.

ასევე გამოვლინდნენ გამარჯვებულები წყვილთა თანრიგში, სადაც გამარჯვება მოიპოვა ქალაქ დმანისის N3 საჯარო სკოლის გუნდმა. 
გამარჯვებულები: გიორგი მარტიაშვილი და ავთანდილ აფრასიძე.

,,შეჯიბრი წარიმართა ძალიან საინტერესოდ და კორექტულად, გასაკუთრებით აღასანიშნავია გოგონებს შორის ფინალური პაექრობა. გამარჯვებულები დმანისის მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილეობას მიიღებენ რეგიონალურ ღონიზძიებაში, რომელიც გაიმართება ქალაქ რუსთავში“ - აღნიშნა მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა სპორტის საკითხებში შუქრი ჩხეტიანმა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2277
 
 
 
სიახლეები
 

    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები