დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შპს ,,ხრამის კასკადმა" დმანისის მუნიციპალიტეტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების საბოლოო საჯარო განხილვა გამართა
09 ნოემ 2017
 

ქვემო ქართლის რეგიონში, მდინარე ხრამის ხეობაში, კერძოდ, ბოლნისის, დმანისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, იგეგმება ორ-საფეხურიანი ჰესების კასკადის მშენებლობა და ექსპლუატაცია. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დღეს შპს ,,ხრამის კასკადმა" დმანისის მუნიციპალიტეტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების საბოლოო საჯარო განხილვა გამართა, სადაც დაინტერესებულმა საზოგადოებამ სრული ინფორმაცია მიიღო პროექტის შესახებ და საშუალება მიეცათ დაეფიქსირებინათ თავისი შენიშვნები.

პრიექტის განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელია:

ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება;
საბიუჯეტო შემოსავლის გაზრდა და მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;
მიწის გამოყენების პირობების შეცვლა და მცირე მოცულობის ეკონომიკური განსახლება;
დროებითი და/ან მუდმივი უარყოფითი ზემოქმედება (ემისიები, ხმაური, ვიბრაცია, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკები და სხვა).

ღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 99 000000 დოლარს.

კასაკადის საერთო დადგმული სიმძლავრე 22.4 მგვტ იქნება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2935
 
 
 
სიახლეები
 

    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები