დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის ახალი მერი საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა
13 ნოემ 2017
 

მიმდინარე წლის 13 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი გიორგი ტატუაშვილი გამგეობის და ა(ა)იპ სამსახურის ხელმძღვანელებს წარუდგინა.

,,გიორგის მინდა მივულოცო ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება და ვუსურვო წარმატებები. 
გიორგი არის კვალიფიციური, გამოცდილი იურისტი, კარგად აღზრდილი ახალგაზრდა, კარგი ოჯახიშვილი, ღირსეული დმანისელი.
მე ვიცი მისი შესაძლებლობები და დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი იქნება კარგი მმართველი, ის ახალი შემართებით განავითარებს დმანისს" - განაცხადა დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა.

გიორგი ტატუაშვილმა ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე.

შეხვედრა გახსნა დმანისის N24- ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლონგინოზ ყულიაშვილმა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ გააცნო დამსწრე საზოგადოებას.

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დმანისის მერობის კანდიდატმა გიორგი ტატუაშვილმა გაიმარჯვა, მან ამომრჩევლის ხმების 75, 62% მიიღო.
დმანისის ახალი მერი საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად უკვე დღეიდან შეუდგა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 4499
 
 
 
სიახლეები
 

    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები