დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გომარეთის საჯარო სკოლამ დაარსების 120 წელი აღნიშნა
17 ნოემ 2017
 

მიმდინარე წლის 16 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთის საჯარო სკოლამ დაარსების 120 წელი აღნიშნა. სკოლა 1987 წლიდან ექვთიმე თაყაიშვილის სახელს ატარებს, რადგან სკოლის დაარსებაში გამოჩენილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს ექვთიმე თაყაიშვილს დიდი წვლილი შეუტანია.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ 1897 წლის 5 ოქტომბერს გახსნა სოფელში ორგანყოფილებიანი სკოლა, რომელიც 1910 წლიდან ოთხწლიან სკოლად გადაკეთებულა. 1935 წლიდან კი ზოგადსაგანმანათლებლო დატვირთვა მიუღია, რომლის პირველი გამოშვება 1938 წელს მომხდარა. სოფელ გომარეთში პირველი მასწავლებელი, თომა კევლიშვილი გორის მაზრიდან მოსულა. სხვადასხვა დროს მრავალ სახელოვან პედაგოგს უმოღვაწია ამ საუკუნოვან სკოლაში. მათგან აღსანიშნავია მიხეილ კლიმიაშვილი, გიორგი ბოკერია, ზაქარია გულისაშვილი და მრავალი სხვა.

ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ საეკლესიო პირები, ქალაქ დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები. სკოლას მუნიციპალიტეტის სახელით საჩუქრად მაცხოვრის ხატი გადაეცა. ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა სკოლის დირექტორი მზია სარსევანიძე. მისალოცი სიტყვები არ დაიშურეს მიწვეულმა სტუმრებმა. სკოლის აღსაზრდელებისა და პედაგოგების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3244
 
 
 
სიახლეები
 

    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები