დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
  • დმანისის სიონი
    დმანისის სიონი
  • დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა
    დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა
  • დმანისის ნაქალაქარის კონცხი.ხედი ჩრდილოეთიდან
    დმანისის ნაქალაქარის კონცხი.ხედი ჩრდილოეთიდან
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა სოფელ კიზილქილისის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ხელოვნურსაფარიანი მინი - სტადიონი გახსნა
14 დეკ 2017
 

მიმდინარე წლის 14 დეკემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა სოფელ კიზილქილისის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ხელოვნურსაფარიანი მინი - სტადიონი გახსნა. 
ახალი სტადიონი სპორტის სამი სახეობის: ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის კომპლექსური სწავლების საშუალებას იძლევა.

გახსნის ცერემონიალს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი და სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ.
სკოლის მოსწავლეები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მცირე ღონიძიებით დახვდნენ. შეასრულეს ქართული ჰიმნი და სპოტრულ შეჯიბრებებში მიიღეს მონაწილეობა.

სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლის დირექტორმა მაია ხალილაშვილმა ისაუბრა მოსწავლეების წარმატებებზე და მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ყურადღებისათვის.

პროექტის განხორციელების ფინანსური უზრუნველყოფა სკოლის ადმინისტრაციამ საკუთარი ხარჯებით შეძლო.

ახალი სტადიონით სარგებლობას სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლის მოსწავლეები დღეიდან შეძლებენ.

მინი - სტადიონის გახსნის ცერემონიალის შემდეგ დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 648
 
 
 
სიახლეები
დეკ 26 სამ 2017
105
 

    2018 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
     
    სიახლეები