დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დავით აღმაშენებლის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო
09 თებ 2018
 

მიმდინარე წლის 8 თებერვალს ა(აიპ) დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურში დავით აღმაშენებლის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები. სკოლის დირექტორები, ისტორიის მასწავლებლები, მოსწავლეები.

სამსახურის თანამშრომლებმა ისაუბრეს დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და სამეფო მოღვაწეობაზე. ხაზი გაუსვეს მის ხასიათში ტოლერანტობის და ვაჟკაცობის ნიჭსა და უნარს.

მოსწავლეებმა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით გაიხსენეს დავით აღმაშენებლის შემოქმედების ეპიზოდები.
დავით აღმაშენებლის , როგორც დიდი ქართველის შესახებ ისაუბრეს: მამა გიორგიმ, არქეოლოგმა - პროფესორმა ჯუმბერ კოპალიანმა და ისტორიკოსმა აკაკი დაუთაშვილმა.

ღონისძიებაზე საკუთარი ლექსით წარსდგა ქალაქ დმანისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე დათა ქრისტესაშვილი და თავისი ნახატით ა(აიპ) დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხატვის წრის (პედაგოგი ავთანდილ ნარსავიძე) აღსაზრდელი გიორგი მარტიაშვილი.

საღამო დაამშვენა ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველის, ანი სუბელიანის ხალხურმა სიმღერებმა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2380
 
 
 
სიახლეები
 

    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები