დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი

   მრჩეველთა საბჭოს ოქმი.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა



  1. ჯუმბერ კოპალიანი;                               

  2. ალმაზ ალაზოვი;

  3. რამილ ასლანოვი;

  4. ზაურ გრიგალაშვილი;

  5. ინტიზამ ვეზიროვი;

  6. ლია კვიციანი;

  7. სოფო დევნოზაშვილი;

  8. სენზორი ხორბალაძე;

  9. ლამზირა კარალოვა;

  10. ეკა ოქრიაშვილი;

 

დანართი N2

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერის სათათბიროს ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულება

 

მუხლი1. ზოგადი დებულებები

  1. დმანისის მუნიციპალიტეტის მერის სათათბიროს ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო (შემდგომში – „საბჭო“) შექმნილია მერის ბრძანებით.

  2. საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები: საქართველოს კონსტიტუცია, „ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსხი“ საქართველოს ორგანული კანონი, წინამდებარე დებულება.

  3. თავისი სტატუსით საბჭო წარმოადგენს მერის სათათბირო ორგანოს, რომლის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, წინადადებები და მოსაზრებები გათვალისწინებულ იქნება ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების მიღებისას.

  4. საბჭოს შემადგენლობა კომპლექტდება მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლებისაგან არანაკლებ 10 წევრისა და არაუმეტეს 15 წევრისა.

  5. საბჭოს სამუშაო მისამართი: ქალაქი დმანისი, წმინდა ნინოს ქ. N41.

 

მუხლი 2. საბჭოს საქმიანობის პრინციპები, ძირითადი მიმართულებები და ვალდებულებები

  1. საბჭო აღიარებს და თავის საქმიანობაში იყენებს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიით“, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონით განმტკიცებულ დემოკრატიულ პრინციპებს.

  2. მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის პრინციპებია: კანონიერება, თანასწორობა, საჯაროობა, მიუკერძოებულობა, კოლეგიურობა, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა.

  3. საბჭო მოწოდებულია განახორციელოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება.

  4. საბჭოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილი არ არის, თუ დარღვეულია ამ პუნქტის მოთხოვნა.

  5. საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 

  1. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით.

  2. თავის გადაწყვეტილებას საბჭო ღებულობს რეკომენდაციის სახით.

  3. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია მის მიერ დამტკიცებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები. მერის მიერ დამტკიცებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხვა უფლებამოსილებები და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

 

მუხლი 3. საბჭოს საქმიანობის რეგულაცია

1. საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს მერი.

2. საბჭოს საქმიანობისთვის საჭირო ორგანიზაციულ–ტექნიკური საჭიროებებით მომარაგებას უზრუნველყოფს მერის ადმინისტრაციული სამსახური.

3. საბჭოს წევრთა საქმიანობა წარმოებს საზოგადოებრივ საწყისებზე და არ ნაზღაურდება.

4. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმით. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იკრიბება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ.

5. საბჭო რიგგარეშედ მოიწვევა მერის მოთხოვნით, არაუმეტეს თვეში ერთხელ. საბჭოს არანაკლებ 5 წევრის მოთხოვნით, არაუმეტეს თვეში ერთხელ. 

6. საბჭოს უფლებამოსილების ვადად განისაზღვროს მერის უფლებამოსილების ვადით.

7. საბჭოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია განხორციელდება მერის ბრძანებით.

 

 
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031