დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობისა“ და ააიპ „მხარდაჭერის სახლის“ მემორანდუმის ფარგლებში, ორდღიანი პროექტი „ასაკი მხოლოდ ციფრებია“ განხორციელდა. 13-14 ივლისს, დმანისის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივმა ხანდაზმულებმა ქალაქ გორისა და დაბა კაზრეთის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
საინფორმაციო-შემეცნებითი ტურის ფარგლებში, მუზეუმის ხელმძღვანელმა ჯუმბერ კოპალიანმა სტუმრებს დმანისის ნაქალაქარი და არქეოლოგიური საექსპოზიციო სივრცე დაათვალიერებინა. პროგრამა ასევე მოიცავდა პოეზიის საღამოს სამივე რეგიონის წარმომადგენელთა მონაწილეობით, მუსიკალურ ნომრებს მასპინძლების შესრულებითა და პანტიანის ტბის მონახულებას.
გაიმართა სპორტული აქტივობები (ჭადრაკი, ნარდი, მიზანში სროლა, კალათბურთი და ბარიერების გადალახვა), რომლებშიც აქტიურად ჩაერთნენ მერიისა და საკრებულოს სამსახურების ხელმძღვანელი პირები. სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. პროექტი სამივე რეგიონის ერთობლივი კულტურული ღონისძიებით დასრულდა.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































