დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ გომარეთში სახალხო დღესასწაული „გომარეთობა 2026“ გაიმართა
16 ივლ 2026
 

სოფელ გომარეთში სახალხო დღესასწაული „გომარეთობა 2026“ გაიმართა

დღესასწაული საზეიმო წირვით დაიწყო, რის შემდეგაც აქტივობებმა სოფლის ცენტრში გადაინაცვლა.

ღონისძიების ფარგლებში, სოფლის ცენტრალურ სკვერში მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც ხალხური რეწვის ნიმუშები, ხეზე ნაკვეთი ნამუშევრები და ფერწერული ტილოები გამოიფინა. სტუმრებისთვის წარმოდგენილი იყო სადეგუსტაციო სუფრა, ჩატარდა ტრადიციული კერძების მომზადების მასტერკლასები და გაიმართა ადგილობრივი, ტრადიციული გასართობი თამაშები.

განსაკუთრებული ადგილი დაეთმო სპორტულ აქტივობებს. ჩატარდა შეჯიბრებები დოღში, ჭადრაკში, მკლავჭიდსა და ქართულ ჭიდაობაში, რის შემდეგაც საზეიმოდ დაჯილდოვდნენ გამარჯვებული სპორტსმენები და „საპატიო გომარეთელები“.

ადგილობრივ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილემ, იოსებ ალიბეგაშვილმა, მოადგილემ ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატმა დავით შერაზადიშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ყულიაშვილმა და სასულიერო პირებმა.

ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა და მოწვეულმა შემსრულებლებმა მიიღეს. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 943
 
 
 
სიახლეები
 

2026 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
 
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
1770
ივნ 24 ოთხ 2026
1760