dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

აშშ-ს საელჩოსგან, დმანისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გრედიერი გადაეცა

23 ოქტომბერი, 2018
იმპორტირებული სიახლეები

აშშ-ს საელჩოსგან, დმანისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გრედიერი გადაეცა

აშშ-ს საელჩოსგან, დმანისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გრედიერი გადაეცა
23 ოქტ 2018

მიმდინარე წლის, 23 ოქტომბერს, დმანისის მუნიციპალიტეტს, აშშ-ის საელჩოსგან, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, გრანტის სახით, გადმოეცა 94,370.00 აშშ დოლარის  ღირებულების სატრანსპორტო საშუალება - გრეიდერი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დმანისის მუნიციპალიტეტი, მდებარეობს მაღალმთიან ზონაში, სადაც 58 დასახლებული პუნქტიდან 49 დასახლებულიპუნქტი არის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე, მოახლოებულია ზამთრის სეზონი, რა დროსაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსალოდნელი ნალექებისაგან დაზიანებული გზების დაუყოვნებლივ გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება, როგორც წვიმის დროს ასევე დიდთოვლობის პერიოდში.

აღნიშნული სახის ტექნიკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებობა, წარმოადგენს გზებზე არსებული გადაუდებელი პრობლმებზე დაუყოვნებლივი რეაგირების ეფექტურ საშუალებას.