20 ნოემბერი, 2018
იმპორტირებული სიახლეებისაკრებულომ სხდომა გამართა
საკრებულომ სხდომა გამართა
20 ნოემ 2018
დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გუსეინ ისმაილოვი უძღვებოდა.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი,
დმანისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვა,
დადგენილება : ,,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ‘’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე,
განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ უძრავი ქონების (არასასოფლო - სამეურნეო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობით სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
სხდომამ სამივე საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.




