dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, რუსთავისა და ქვემო ქართლის მხატვართა გაერთიანება ,,გამა“-ს წევრთა ნამუშევრების ალბომის პრეზენტაცია გაიმართა

22 ნოემბერი, 2018

22 ნოემ 2018

22 ნოემბერს, ქალაქ რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, რუსთავისა და ქვემო ქართლის მხატვართა გაერთიანება ,,გამა“-ს წევრთა ნამუშევრების ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ორენოვანი ალბომი ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების აქტიური მხარდაჭერით დაიბეჭდა. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები მხატვრების მიერ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილ ექსპოზიციას გაეცნენ.