20 დეკემბერი, 2018
იმპორტირებული სიახლეებიბენეფიცარებს გადაადგილებისათვის დამხმარე ეტლები გადაეცათ
ბენეფიცარებს გადაადგილებისათვის დამხმარე ეტლები გადაეცათ
20 დეკ 2018
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, ქალაქ დმანისის ადმინისტრაციულ ერთეულში ემზარ პეტრიაშვილმა, სოფელ ვაკეში, ამამლოში, გომარეთში და ბოსლებში მცხოვრებ ბენეფიცარებს გადაადგილებისათვის დამხმარე ეტლები გადასცა.
სავარძელ-ეტლები, დმანისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის კოორდინაციით, მუნიციპალიტეტის მერიას გადმოსცა საერთაშორისო ასოციაციამ ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“.
ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციის უანგარო დახმარება უკვე 5 წელია გრძელდება და მერიაში შემოსულ თითქმის ყველა ბენეფიციარის განაცხადს აკმაყოფილებს გადასაადგილებელი ეტლებით უზუნველოფაზე.





