28 დეკემბერი, 2018
იმპორტირებული სიახლეებია(აიპ) ,,სამუსიკო სკოლამ "ღონისძიება გამართა
ა(აიპ) ,,სამუსიკო სკოლამ "ღონისძიება გამართა
28 დეკ 2018
ა(აიპ) ,,სამუსიკო სკოლამ " 2018 - 2019 სასწავლო წლის პირველი ნახევრის საანგარიშო ღონისძიება ჩაატარა
ა(აიპ) ,,სამუსიკო სკოლამ " სასწავლო წლის პირველი ნახევრის საანგარიშო ღონისძიება მიმდინარე წლის 28 დეკემბერს ა(აიპ) ,,სამუსიკო სკოლის დარბაზში ჩაატარა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები. შესრულდა სხვადასხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები. მსმენელს შესთავაზეს როიალთან შესრულებული ქართული სიმღერები.
ღონისძიებამ თბილ და მყუდრო გარემოში ჩაიარა. დასასრულს პედაგოგებმა და ბავშვებმა წინასწარ მიულოცეს ახალი წელი და კეთილი სურვილებით დაემშვიდობნენ დამსწრე საზოგადოებას.




