dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

დმანისელი კიკბოქსიორების მორიგი წარმატება

31 დეკემბერი, 2018
იმპორტირებული სიახლეები

დმანისელი კიკბოქსიორების მორიგი წარმატება

დმანისელი კიკბოქსიორების მორიგი წარმატება
31 დეკ 2018

მიმდინარე წლის 26-28 დეკემბერს ქალაქ თბილისში გაიმართა საქართველოს თასის გათამაშება კიკბოქსინგში, სადაც მონაწილეობა მიიღეს დმანისის ა(აიპ) ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის აღსაზრდელებმა.

ლერი ავალიშვილი - დმანისის ა(აიპ) ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის კრივისა და კიკბოქსინგის მწვრთნელი 

- ტურნირში შემდეგი საპრიზო ადგილები დავიკავეთ: რავილ აბდურახმანოვი პირველი ადგილი. რატი ოგნაძემ, ემილ ნაბიევმა და რამილ აბდურახმანოვმა მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს, ხოლო სოსო ოგნაძემ მესამე ადგილი.
სპორტსმენები დაჯილდოვდნენ მედლებით და სიგელებით ხოლო რამილ აბდურახმანოვს დამატებით გადაეცა სერთიფიკატი საუკეთესო ბრძოლისთვის.
ჩვენს სპორტსმენებს წარმატებები მიულოცეს საქართველოს კიკბოქსინგისა და ტაიბოქსინგის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლაშა ჭურაძემ და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა კიკბოქსინგში დავით ქირიამ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მხარდაჭერისთის მადლობას ვუხდით დმანისის ა(აიპ) ომარ მუმლაძის სპორტული სკოლას და მის დირექტორს ბ.ნ. გიორგი ოკმელაშვილს.