24 აგვისტო, 2016
იმპორტირებული სიახლეებიქვემო ქართლის სატყეო სამსახურის უფროსი დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღანელ პირებს შეხვდა
ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის უფროსი დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღანელ პირებს შეხვდა
24 აგვ 2016
მიმდინარე წლის 24 აგვისტოს ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის უფროსი ეზეკი ინწკირველი - ჩხეიძე ზამთრის სეზონისათვის გამოყოფილი ტყეკაფების ადგილმდებარეობისა და არსებული რესურსის რაოდენობის დადგენის მიზნით დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
ეზეკი ინწკირველი - ჩხეიძე
- მოსახლეობის მერქნული რესურსით უზრუნველყოფა სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. რეგიონების მასშტაბით ტყეკაფების გამოყოფა და ამ პროცესებთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება. ქვემო ქართლის სატყეო სამსახური მოსახლეობასთან შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობს.
შეხვედრას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეგტის სატყეო უბნის უფროსი დავით ციხელაშვ





