dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

25 იანვარი, 2019
იმპორტირებული სიახლეები

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება
25 იან 2019

მიმდინარე წლის 25 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლების ( საჯა, ბაღჩალარი, ორმაშენი ) მოსახლეობასთან საერთო კრება გაიმართა. შეხვდრაზე განიხილეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლობის მიერ ინიცირებული პროექტები, კერძოდ: საჯა- სასმელი წყლის ხაზისა და სოფლებში არსებული პირუტყვის საწყურებლის რეაბილიტაცია,
სასაფლაოს შემოღობვა. ბაღჩალარი -  წყლის სათავე-შემკრების მოწყობა და დაერთება არსებულ ავზზე.სოფლის შესასვლელი მეორეხარისხოვანი გზის მოხრეშვა. ორმაშენი - სასმელი წყლის ავზის მოწყობა, გარე განათების მოწყობა, საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.