11 მარტი, 2019
იმპორტირებული სიახლეებირელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ოფისი ქვემო ქართლში.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ოფისი ქვემო ქართლში.
11 მარ 2019
11 მარტს, ქვემო ქართლში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პირველი რეგიონული ოფისი გაიხსნა, რომელსაც აბაი ფაშაევი უხელმძღვანელებს.
სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ქვემო ქართლში სააგენტოს წარმომადგენელი ოფიციალურად წარუდგინეს.
შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა სააგენტოს რეგიონული ოფისის როლზე, რომელიც ხელს შეუწყობს ხელისუფლების და ადგილობრივი რელიგიური კონფესიების კოორდინირებულ მუშაობას და არსებული საჭიროებების გამოვლენას.
აღსანიშნავია, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რეგიონულ ოფისებს აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში გახსნის





