14 მარტი, 2019
იმპორტირებული სიახლეებიმერიის ორგანიზებით დმანისში დასუფთავების აქცია გაიმართა
მერიის ორგანიზებით დმანისში დასუფთავების აქცია გაიმართა
14 მარ 2019
მიმდინარე წლის 14 მარტს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელიც მოიცავდა ქალაქ დმანისის საავტომობილო გზის ცენტრალურ და მიმდებარე ქუჩებს, ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს. აქციაში მონაწილეობდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ა(აიპ) - იებისა და საჯარო სკოლების თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციები: "პირველი ევროპელი" და "ლორე", ასევე დმანისის მოსახლეობა.შეგროვილი ნარჩენების ტრანსპორტირება მოხდა ა(აიპ) კომუნალური სამსახურის მიერ.





