dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

დმანისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველებს მოახლოებული უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული - აღდგომა მიულოცეს

25 აპრილი, 2019

25 აპრ 2019

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა მერიის თანამშრომლებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, სოციალური აქციის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველებს მოახლოებული უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული - აღდგომა მიულოცა. აღნიშნული კატეგორიის ოჯახებს ხელმძღვანელი პირები ესტუმრნენ და მათ სააღდგომო ნობათი გადასცეს. სააღდგომო პასკისგან, ტკბილეულისგან და სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტებისგან შემდგარი სააღდგომო ნობათი დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 40 - მა ოჯახმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტში მერის - გიორგი ტატუაშვილის ინიციატივით მსგავსი სოციალური აქციები ტრადიციაა. "ჩემი სურვილია არცერთ ოჯახს სოციალური პრობლემა აღარ ჰქონდეს, დიდი ბედნიერებაა, როცა მათ გაღიმებულ სახეებს ვხედავ." - აღნიშნა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა