2 მაისი, 2019
იმპორტირებული სიახლეები„სპორტი ბარიერების გარეშე“
„სპორტი ბარიერების გარეშე“
02 მაი 2019
მიმდინარე წლის პირველ მაისს, ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე პროექტის ფარგლებში „სპორტი ბარიერების გარეშე“, დმანისის მუნიციპალური პირველობა გაიმართა სპრინტში 60 მეტრ დისტანციაზე, სადაც ერთმანეთს დმანისელი ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: გოგონები: I) ვეზიროვა საბინა; II) ახმედოვა დული; III) ჩხეტიანი თეთუ და ასანიძე ანა;
ვაჟები: I) ნაგიევი გიორგი; II) მურჯიკნელი დავითი; III) ფაშაევი ფარვინ და გუსეინოვი ელვინ.
პირველ ადგილოსნები მონაწილეობას მიიღებენ 7-8 მაისს გასამართ რეგიონულ პირველობაზე ქალაქ რუსთავში.





