dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

საერთაშორისო ფესტივალი სახელწოდებით "ტკბილი ფოლკლორი"

6 მაისი, 2019
იმპორტირებული სიახლეები

საერთაშორისო ფესტივალი სახელწოდებით "ტკბილი ფოლკლორი"

საერთაშორისო ფესტივალი სახელწოდებით "ტკბილი ფოლკლორი"
06 მაი 2019

მიმდინარე წლის 4 მაისს ქალაქ მცხეთის კულტურის ცენტრში ჩატარდა საერთაშორისო ფესტივალი სახელწოდებით "ტკბილი ფოლკლორი".
აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობდა საქართველოს ყველა კუთხის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები, მათ შორის მიწვეული იყო დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ანსამბლი "დმანისი", რომელმაც წარმოადგინა სამი ცეკვა: ნარნარი, ოსური და რაჭული. 
ფესტივალის ორგანიზატორებმა პედაგოგებს ფესტივალში მონაწილეობისათვის და მიღწეული წარმატებისათვის გადასცეს დიპლომები, ხოლო მოცეკვავეებს დიპლომები და სარეპეტიციო ჩანთები. ანსამბლის ხელმძღვანელები გოჩა კავლელაშვილი და თამუნა ანდიაშვილი მადლობას უხდიან დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას მხარდაჭერისათვის.