10 მაისი, 2019
იმპორტირებული სიახლეებისამუშაო შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.
სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.
10 მაი 2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი, ოთარ შამუგია რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის, არსებული საჭიროებებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში საირიგაციო სისტემებთან დაკავშირებულ საკითხებს და მიმდინარე პროექტებს. კომპანიის წარმომადგენლებმა მხარის ხელმძღვანელი პირებისგან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან კონკრეტული რეკომენდაციები მოისმინეს, რომელიც მომავლი წლის სამოქმედო გეგმაში განისაზღვრება.





