23 მაისი, 2019
იმპორტირებული სიახლეებისიახლეების გამოწერა
23 მაი 2019
მიმდინარე წლის 23 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. ამჯერად ააიპ ,,დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურის“ ორგანიზებით, დმანისის კულტურისა და ხელვნების ცენტრის ფოიში, ლიტერატურული საღამო მოეწყო.
ღონისძიებაზე დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურის ხელმძღვანელმა, თინათინ თეთრაძემ, ისაუბრა 26 მაისის ისტორიულ მნიშვნელობაზე. საღამოს მონაწილეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ქართული ცეკვები და სიმღერები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, სოფელ გომარეთისა და დიდი დმანისის ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა.





