dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

ქართული ფოლკლორის საღამო

24 მაისი, 2019
იმპორტირებული სიახლეები

ქართული ფოლკლორის საღამო

ქართული ფოლკლორის საღამო
24 მაი 2019

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელის" ორგანიზებით, 24 მაისს ქალაქ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში დმანისის მგალობელთა გუნდმა "ლორე"-მ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საგალობლების სტუდიის აღსაზრდელებთან ერთად სოლო კონცერტი გამართა. ღონისძიების პირველ ნაწილში მოეწყო დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული ძეგლების ფოტო-გამოფენა. მეორე ნაწილი კი დაეთმო ფოლკლორის საღამოს.

ღონისძიებაში სპეციალური მოწვევით მონაწილეობა მიიღო გია ტატიშვილის სახელობის ბავშვთა სანიმუშო-სახალხო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "მართვე"- მ. ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები და დაინტერესებული დმანისელი საზოგადოება.