31 მაისი, 2019
იმპორტირებული სიახლეებიდმანისში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
დმანისში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
31 მაი 2019
დღეს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ააიპ "დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სამსახურის" დაქვემდებარებაში შემავალ საბავშვო ბაღის ეზოებში ღონისძიებები გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა.
ღონისძიების პროგრამა იყო მრავალფეროვანი. ბავშვებმა შეასრულეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები, წაიკითხეს ლექსები.
პატარებს ლამაზი დღე დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა და ქვემო ქართლის რწმუნებულის მოადგილემ - ზვიად ჭუნაშვილმა მიულოცეს.
ღონისძიების დასასრულს პატარებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.




