7 ივნისი, 2019
იმპორტირებული სიახლეებიმაისის წნევის გაზომვების თვე
მაისის წნევის გაზომვების თვე
07 ივნ 2019
ა(ა)იპ დმანისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი შეურთდა აქციას "მაისის წნევის გაზომვების თვე."აღნიშნული კამპანიის ფარგლებში არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგი განხორციელდა დმანისის მუნისციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძოდ: სოფელები: გუგუთი, კაკლიანი, ზემო ოროზმანი და ქალაქი დმანისი.
"მაისი გაზომვების თვე 2019’’- ს ფარგლებში ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა გაეზომა წნევა და მიეღო უფასო კონსულტაცია.
საქართველო 90 ქვეყანასთან ერთად, წელს უკვე მესამედ უერთდება არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიას. კამპანია ინიცირებულია ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ და მისი მიზანია მაღალი არტერიული წნევის გამოვლენა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.





