dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ტრენინგი გაიმართა

4 ივლისი, 2019
იმპორტირებული სიახლეები

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ტრენინგი გაიმართა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ტრენინგი გაიმართა
04 ივლ 2019

ააიპ დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში,
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში ტრენინგი გაიმართა - თემაზე პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვაზე საქართველოში.

ტრენინგს ესწრებოდნენ სოფლის ექიმები, ექთნები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, შპს რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის გინეკოლოგები და კლინიკური მენეჯერი.

ტრენინგს უძღვებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი იმუნიზაციაში - თამარ დოლაქიძე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან იწყება ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვა. ვაქცინაცია ტარდება 10,11,12 წლის გოგონებში. აცრა არის ორ ეტაპიანი ექვსთვიანი ინტერვალებით. ცენტრი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ასაცრელი მასალით.
აცრა იცავს მოსალოდნელი საშვილოსნოს ყელის და სხვა მრავალი სიმსივნური დაავადებებისგან მოზარდს.

ტრენინგს უძღვებოდა