dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

დმანისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ლამაზი სივრცე შეემატება.

16 ივლისი, 2019
იმპორტირებული სიახლეები

დმანისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ლამაზი სივრცე შეემატება.

დმანისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ლამაზი სივრცე შეემატება.
16 ივლ 2019

დმანისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ლამაზი სივრცე შეემატება. 
დმანისის მუნიციპალიტეტმა, მიმდინარე წლის 15 ივლისს, გამოაცხადა ტენდერი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში სკვერის რეაბილიტაციისა და მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის შესახებ. 

პროექტის ღირებულება შეადგენს 528`034 ლარს.
სკვერში გათვალისწინებული იქნა კომბინირებული (მინიფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი) ხელოვნურ საფარიანი სტადიონი, რომელიც დაიყოფა ორ- სათამაშო და სამაყურებლო ზონად 36 დასაჯდომი სკამით, სკვერში განთავსდება სატრენაჟორო დეკორატიული ფარდული 5 ტრენაჟორით, მოეწყობა საზოგადოებრივი ტუალეტი ქალებისა და მამაკაცებისათვის, ასევე შშმ პირებისათვის სათანადო აქსესუარებით. სკვერში განთავსებული იქნება დეკორატიული ფანჩატური და ქვიშის მოედანი სათამაშო–გასართობი აქტრაქციონებით.