29 სექტემბერი, 2016
იმპორტირებული სიახლეები,,ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის" დმანისის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი ,,ძუნწი"
,,ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის" დმანისის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი ,,ძუნწი"
29 სექ 2016
მიმდინარე წლის 28 სექტემბერს ,,ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის" დმანისის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი ,,ძუნწი". სპექტაკლი მომზადდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნაირა გელაძე, სოფიო ფერაძე, ანა ჩიბურდანიძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, ვალერიან მანძულაშვილი, კოტე მჟავია. სპექტაკლის რეჟისორია - კონსტანტინე მირიანაშვილი, მხატვარი - მაია სხირტლაძე. სპექტაკლი მუსიკალურად გააფორმა კონსტანტინე მირიანაშვილმა, ქორეოგრაფი - ლილი ქინქლაძე.
სპექტაკლს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, ასევე დაინტერესებული საზოგადობა. სპექტაკლმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.





