29 აგვისტო, 2019
იმპორტირებული სიახლეებიდმანისში ფრენბურთის მუნიციპალური ტურნირი გაიმართა
დმანისში ფრენბურთის მუნიციპალური ტურნირი გაიმართა
29 აგვ 2019
მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, ქ.დმანისში ფრენბურთის მუნიციპალური ტურნირი გაიმართა. ტურნირის გამარჯვებულია ქ.დმანისის ახალგაზრდული გუნდი „შევარდენი“. გამარჯვებულ გუნდს მუნიციპალიტეტის სახელით ტურნირისთვის დაწესებული თასი გადასცა საკრებულოს დეპუტატმა ლექსო დაუთაშვილმა. ტურნირის მიმდინარეობისას გამოითქვა სურვილი გამორჩეული მოთამაშეებისგან შედგეს მუნიციპალური ფრენბურთის გუნდი და ორგანიზებულ იქნას რეგიონული ტურნირი.





